*საინტერესო ფაქტები ყოველდღიურად
28/05/2012
უძველესი აცტეკები ავოკადოს "ყვერებიან ხეს" უწოდებდნენ.
Problem? |
27/05/2012
ზოგიერთი ჩინური ატმის ჯიში ბრტყელია, როგორც დონატები.
26/05/2012
თუ რძეს 2 საათით გააჩერებთ მზეზე, ის დაკარგავს ორ-მესამედ ვიტამინ B-ს.
25/05/2012
სიმინდის ტაროში მარცვლების რიგი ყოველთვის ლუწი რიცხვისაა.
24/05/2012
ერთი კოვზის თაფლის დასამზადებლად 12 ფუტკარია საჭირო.
23/05/2012
ნაღები რძეზე მსუბუქია.
22/05/2012
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ბრინჯი დიეტას იცავს.
21/05/2012
ახალ მოწყვეტილ ვაშლში 25% ჰაერია.
19/05/2012
მარწყვი ერთადერთი ხილია, რომელსაც თესლი გარეთ აქვს.
18/05/2012
მაკდონალდსის სწრაფი კვების ქსელში დასაქმებულია დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი მთელ მსოფლიოში.
17/05/2012
ინდოეთი ბანანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, 2007 წლის მონაცემებით, მან აწარმოა დაახლოებით 22 მილიონი ტონა ბანანი.
16/05/2012
პირველი სტაფილო იყო თეთრი, მეწამული და ყვითელი.
15/05/2012
რაც უფრო პატარაა კეკნკა, მით უფრო ტკბილია.
14/05/2012
ლიჩის ხე 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს.
13/05/2012
ძველი ბერძნები გამარჯვებულ სპორტსმენებს ნიახური აჯილდოვებდნენ.
მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის მომხადება შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, როდესაც ვიღაცას შოკოლადის ფილა ჯიბეში დაუდნა.
11/05/2012
ყველაზე დიდი კერძი მენიუში შემწვარი აქლემია. მასში ჩატენილია ცხვარი, ცხვარში ქათამი და ქათამში კვერცხები. ეს კერძი ზოგჯერ ბედუინურ ქორწილებში მზადდება.
10/05/2012
პირველი წვნიანის მომზადება ქრისტეს შობამდე 6000 წლით თარიღდება და ის ბეჰემოტისგან იყო დამზადებული.
09/05/2012
არსებობს 100000-ზე მეტი ჯიშის პომიდორი, მათგან ყველაზე
გავრცელებულია ლიკოპერსიკონ ლიკოპერსიციუმ (ჩვეულებრივი პომიდორი), რაც "მგლის
ატამს" ნიშნავს.
08/05/2012
რესტორნებში ყოველწლიურად, დაახლოებით ერთი მილიარდი
ლოკოკინა იჭმევა.
07/05/2012
საზამთროს არის 97% წყალი, სალათის ფოთოლი 97%, პომიდორი
95%, სტაფილო 90%, და პური 30%.
06/05/2012
ბოტანიკური განმარტებით ბანანი ბალახია, პომიდორი კი ხილი.
05/05/2012
ერთი კილოგრამი თაფლის დასამზადებლად, ფუტკრები ინახულებენ 4 მილიონ ყვავილს და გადიან იმ მანძილს რამდენიც საჭიროა დედამიწის გარშემო 4-ჯერ შემოვლისთვის.
04/05/2012
არაქისი შეიძლება გამოყენებულ იქნას დინამიტის საწარმოო ინგრედიენტად: არაქისის ზეთისგან წარმოიქმნება გლიცერინი, გადამუშავების შემდეგ კი ის ქმნის ნიტროგლიცერინს, რაც დინამიტის შემადგენელი ნაწილია.
Problem, nuts? |
კოცნის ტრადიცია შესაძლოა იქიდან მომდინარეობს, როცა დედები ჩვილებს საკუთარ დაღეჭილ საკვებს პერიორარულას აჭმევდნენ. აჰა... რა რომანტიულია, არა?
მიყვარხარ, არტურო! |
02/05/2012
ყოველწლიურად, პიროვნება საშუალოდ 12 ცალ ადამიანის თმას ჭამს გაუცნობიერებლად. ეს ყველაზე მეტად სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციაშია მოსალოდნელი. ასე, რომ თქვენ იმაზე მეტი უცხო თმა გაქვს ნაჭამი ვიდრე წარმოგიდგენიათ.
01/05/2012
ჭამეთ ხახვი უძილობის დასაძლევად. ხახვი შეიცავს მცირე დოზა ბუნებრივ სედატივს, რომელსაც ქვია ქუერსიტინი.
30/04/2012
იცოდით თუ არა, რომ კარტოფილი ფრის წარმოება ბელგიიდან მოდის და ქვია Frietcultuur. კარტოფილი იდება ქაღალდის შეფუთვაში (საქართველოში ასე შეფუთვის ტრადიციას მზესუმზირის გამყიდველი ბებოები აგრძელებენ :]) და ემატება მაიონეზი და/ან კეტჩუპი.
29/04/2012
იცოდით თუ არა, რომ ყველაზე მეტი შოკოლადი შვეიცარიაში იჭმევა. წელიწადში თითო სულზე 10 კილოგრამი მოდის.
28/04/2012
იცოდით თუ არა, რომ კოკა-კოლა თავდაპირველად კოკაინს შეიცავდა?
27/04/2012
იცოდით თუ არა, რომ თუ საჭმელი ნერწყვს არ შეერევა, თქვენ ვერ შეძლებთ მის დაგემოვნებას?
http://trollpicz.com/wp-content/uploads/2012/03/Conspiracy-Keanu1.jpg
ReplyDeleteნუ ხო მიხვდი რაც დავწერე რა
ReplyDelete